ორი ეროვნული რეკორდი
2009 წლის 28 თებერვლის ქართულ-უკრაინულმა ეკიპაჟმა შეასრულა პირველი სავარჯიშო ფრენა შავ ზღვაზე გადაფრენის მომზადების პროგრამით.
ეკიპაჟმა სტარტი აიღო ფირმა Kubicek-ის სითბური აეროსატატით BB 42Z დასახლებული პუნქტი ულიანოვკადან (უკრაინა) კურსით კიევისაკენ. ფრენა 10 სთ და 29 წთ. გრძელდებოდა, გავლილმა მანძილმა 124.5 კმ შეადგინა, მიღწეული სიმაღლე 4 613 მ.
ფრენისას დამყარდა უკრაინის რეკორდი სიმაღლეში და საქართველოს ორი ეროვნული რეკორდი სიშორესა და ჰაერში ყოფნის დროზე.